loader

თბილისში, საგანგებოდ დახაზულ "ბასლეინებზე" მანქანები მაინც დადიან - რა ელით კანონდამრღვევ მძღოლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში, საგანგებოდ დახაზულ "ბასლეინებზე" მანქანები მაინც დადიან - რა ელით კანონდამრღვევ მძღოლებს

კუს ტბის ასახვევიდან ვაკის პარკამდე, ვაკის პარკიდან გიორგი წერეთლის ქუჩის მიმართულებით და გორგასლის ქუჩაზე ე.წ. "ბასლეინები" (გზის სავალი ნაწილი განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის-"Bus Lane") დაიხაზა, თუმცა, ამის მიუხედავად, PALITRATV.GE-მ დღეს აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე დააფიქსირა, თუ როგორ არღვევენ მოძრაობის წესებს მძღოლები.

როგორ გააკონტოროლებს საპატრულო პოლიცია იმას, რომ "ბასლეინების" ზოლში მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა იარონ, დგას თუ არა იქ გამაფრთხილებელი ნიშანი და რა სანქციას ითვალისწინებს ამ წესის დარღვევა, ამ კითხვებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ.

"ამ სიახლით რაიმე ცვლილება ადმინისტრაციულ კანონში არ შესულა. უბრალოდ, საგზაო მონიშნვნები მკაფიო ვიზუალიზაცია მოხდა. როგორც წესი, ყველა მძღოლმა იცის, რომ როცა ასეთი მონახაზია გზაზე, ეს ნიშნავს, რომ იქ გავლა ეკრძალება და ის არის ავტობუსისა და სამარშუტო ტაქსის სავალი გზა.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მაინც გაივლის იქ, მოძრაობის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება. პატრული ამას ყოველ წუთს ვერ გააკონტოლებს, მაგრამ თუ საპატრულო პოლიციის თვალთახედვაში მოხვდა ასეთი დარღვევა, მძღოლი აუცილებლად დაჯარიმდება. რაიმე სპეციალური ნიშნები არ გაკეთდება, რადგან თავად არის ისე დახაზული, რომ ყველა მძღოლმა იცის ამ მონახაზის დანიშნულება. ზოგადად კი, ყველა სამართალდარღვევაზე მოხდება რეაგირება; იქნება ეს ავტობუსის ხაზზე გადასვლა, ღერძულა ხაზზე, თუ სხვა საგზაო ნიშანზე".

თეა ბეჟიტაშვილი
გიგა დანელია
გოგა ოსეფაშვილი