loader

"ავტომონიმია უნივერისტეტს" - "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა ყვირილით და შეძახილებით თსუ-ში საზეიმო ცერემონია ჩაშალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ავტომონიმია უნივერისტეტს" - "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებმა ყვირილით და შეძახილებით თსუ-ში საზეიმო ცერემონია ჩაშალეს

"აუდიტორია 115-ის სტუდენტებმა შეძახილები სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალეს. ისინი ყვირილით და შეძახილებით - "ავტომონიმია უნივერისტეტს" იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ცერემონია მიმდინარეობდა და სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებიან.

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყების საზეიმო ცერემონია მიმდინარეობდა, სადაც განათლების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და სხვა მინისტრები იმყოფებიან.

ისინი ამ წუთებში უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესავლელში, კიბეებთან იმყოფებიან და სტუდენტებს მიმართავენ.

"აუდიტორია 115" -ის ერთ-ერთი მოთხოვნაა უნივერსიტეტის მიერ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების მიღება.