loader

წამება მორგში - ცოცხალ პატიმრებს მკვდრებზე აბამდნენ და მთელი დღეები ტოვებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წამება მორგში - ცოცხალ პატიმრებს მკვდრებზე აბამდნენ და მთელი დღეები ტოვებდნენ

წამება მორგში - შემზარავი ადამიანური ტრაგედია, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. "იმედის დრომ" მაყურებელს იმ ადამიანთა შესახებ უამბო, რომელბიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი საპატიმრო დაწესებულებებში გახდნენ. მათ შორისაა საგარეჯოელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გიორგი ავალიშვილი, რომელმაც გლადანის ციხეში 11 თვე გაატარა. ის ცოცხალი, ნაცემი ჩაიყვანეს მორგში და იქ დატოვეს. ავალიშვილი 2011 წლის განმავლობაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა და ციხიდან გამოსულმა მხოლოდ 3 დღე იცოცხლა.

27 წლის დავით აბულაძემ ასევე მთელი საათი გაატარა მორგში, ციხის მე-18 დაწესებულებაში. ის ამჟამადაც პატიმარია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება.

ალექსანდრე ახალკაცმა კი მორგში რამდენიმე დღე გაატარა. იგი გადატანილის დეტალებს სიუჟეტში თავად ჰყვება.