loader

შსს-მ "წითელ ხიდზე" ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ "წითელ ხიდზე" ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 1-ელი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული იასარ ო. დააკავეს.

იასარ ო.-ს ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 149/1-ა-ც-ე, 35/2-ე, 62-ე, 62/1-ე, 53/1-ე, 53/2-ე, 13/1, 59-ე, 62/1-ე, 456-ე, 456/2-ე, 457/1-ე, 71-ე, 86/2-ე, 125/1-ე, 29-ე, 58/2 ბ-ე და 58/6-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს შეიარაღებულ ძარცვას, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის დაზიანებასა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება. ამჟამად იასარ ო.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.