loader

"სინდისიც კარგი საქონელია" - სააკაშვილის კომენტარი 26 მაისის კადრებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სინდისიც კარგი საქონელია" - სააკაშვილის კომენტარი 26 მაისის კადრებზე

სინდისიც კარგი საქონელია, რა შუაში იყო იქ ლორთქიფანიძე, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-მასალას.

"ყურით მოთრეული თემაა. სინდისიც კარგი საქონელია, რა შუაში იყო იქ ლორთქიფანიძე. ალბათ უნდათ, რომ ლორთქიფანიძე შეაშინონ, რომ საქართველოში არ ჩავიდეს, მაგრამ მას ვერ შეაშინებენ", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ლორთქიფანიძე მაშინ უფროსი და გადაწყვეტილების მიმღები არ იყო.

საქართველოს პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გია ლორთქიფანიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. საქმე 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას ეხება.

ასევე იხილეთ:
"ვინ ხალხს ვკლავდი, ძალიან მაინტერესებს?!" - მიხეილ სააკაშვილი

დავაი რა, ჩემი "ფეისბუქიდან" - სააკაშვილის პასუხი უცენზურო კომენტარზე

"ქვეყანა დააქციე, რა დაგრჩა გასანადგურებელი?" - სააკაშვილის პასუხი

ჟვანიას სიკვდილის რაღაც დეტალები თავის დროზე ბოლომდე არ გამოვაქვეყნეთ - მიხეილ სააკაშვილი