loader

ქრთამის აღებისთვის დაკავებული ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი გიორგი კაჭარავა ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქრთამის აღებისთვის დაკავებული ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი გიორგი კაჭარავა ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადააყენეს. გიორგი კაჭარავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. შესაბამისად, კაჭარავა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის თანამდებობიდან სწორედ მოსამართლის განჩინების საფუძველზე გათავისუფლდა. რაც შეეხება გიორგი კაჭარავას ბრალდების საქმეს, როგორც პალიტრანიუსს მისმა ინტერესების დამცველმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა, ქუთაისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ჩვენების მიცემაზე ამ დრომდე უარს ამბობს. ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი კაჭარავა და ამავე სამსახურის გამომძიებელი ზურაბ ჭელიძე პოლიციამ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.