loader

პროკურატურა 26 მაისის დარბევრის გრაფიკულ რეკონსტრუქციას ავრცელებს: მომიტინგეები "კუდ"-ის ალყაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა 26 მაისის დარბევრის გრაფიკულ რეკონსტრუქციას ავრცელებს: მომიტინგეები "კუდ"-ის ალყაში

მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულნი არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. ასევე საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. მას მიეცა გონივრული დრო საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისათვის.

იხილეთ: 26 მაისის ღამის აქამდე უცნობი კადრები - რა ბრძანებას გასცემდა დავით ახალაია დარბევისას