ბაგრატის ტაძართან ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად არის გარდაცვლილი. როგორც ცნობილია, ის ადგილობრივი არ არის. ცხედარი ტაძარში მომუშავე პირმა იპოვა. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობამდე ორ მამაკაცს შორის შელაპარაკება და ჩხუბი მოხდა. პოლიციას ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.