loader

გეპეის ლექტორთა და სტუდენტთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეპეის ლექტორთა და სტუდენტთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთა და სტუდენტთა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მათი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვოს, მიზეზად კი უნივერსიტეტის რექტორის და აკადემიური საბჭოს ხუთი წევრის კანონის დარღვევით ზედიზედ მესამედ არჩევა სახელდება. ტექნიკურ უნივერსიტეტში აქციის გამართვაც იგეგმებოდა, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა. უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით სიტუაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ჩარევამ განმუხტა.