loader

"მარიხუანას გაყიდვა აფთიაქებში უნდა ხდებოდეს" - როგორია პაატა ბურჭულაძის ხედვა ნარკოპოლიტიკაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარიხუანას გაყიდვა აფთიაქებში უნდა ხდებოდეს" - როგორია პაატა ბურჭულაძის ხედვა ნარკოპოლიტიკაზე

"PalitraNews"-ის გადაცემამ "ჩემი კითხვა" პაატა ბურძულაძეს უმასპინძლა. პოლიტიკური მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარი პოზიცია ნარკოპოლიტიკაზეც დააფიქსირა. როგორც მან აღნიშნა, მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.

"მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს - აფთიაქებში. ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ ნარკომას არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა - რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

იხილეთ გადაცემა "ჩემი კითხვა" სრულად

ასევე იხილეთ: რამდენად ხშირად გირეკავთ ნიკა გვარამია? - პაატა ბურჭულაძის პასუხი მაყურებლის იუმორნარევ კითხვაზე

სტვენით შეჩერებული ეთერი: პაატა ბურჭულაძის რეაქცია, როცა მისი ცნობილი არეა სტვენით მოისმინა

პაატა ბურჭულაძე ე.წ. კანონიერ ქურდთან ურთიერთობის დეტალებზე - "ტარიელ ონიანი პარიზში გავიცანი და მთხოვა მომენათლა უშბა"

"ყველა ბიზნესი დღეს საქართველოში თანხებს სწირავს "ქართულ ოცნებას" - ბურჭულაძე პარტიის შემომწირველებზე