loader

"ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი?" - "დამაცადე, კაცო, დამაცადე!" - ნარმანიას მორიგი თავდასხმის მოგერიება მოუწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი?" - "დამაცადე, კაცო, დამაცადე!" - ნარმანიას მორიგი თავდასხმის მოგერიება მოუწია

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა. დავით ნარმანიას "თავისუფალი ზონის" წევრები დახვდნენ. რასაც შელაპარაკება მოყვა, საბოლოოდ დაცვის თანამშრომლებმა ახალგაზრდებს შენობა დაატოვებინეს. დავით ნარმანიამ 2 წლიანი მუშაობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციით შეაჯამა.

"თავისუფალი ზონის" წევრმა ბესო კალაძემ თბილისის მერს დედაქალაში გაკეთებული საქმეების შესახებ ჰკითხა.

"თქვენ მესაუბრებით, "ბიჭოთი" და ძველი ბიჭი ხარ, თუ ქალაქის მერი ხარ. რა მდგომარეობაში ჩააგდეთ ქალაქი, იმაზე გაგვეცი პასუხი", - მიმართა "თავისუფალი ზონის" წევრმა დედაქალაქის მერს.
დაცვის თანამშრომლებმა ბესო კალაძე შენობიდან გაიყვანეს.