loader

პირველი კადრები "სილიკონ ველი თბილისის" გახსნიდან, სადაც პრემიერი და განათლების მინისტრი იმყოფებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები "სილიკონ ველი თბილისის" გახსნიდან, სადაც პრემიერი და განათლების მინისტრი იმყოფებოდნენ

თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი "სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის, ბიზნეს პალატისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოში განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტი - "სილიკონ ველი თბილისი" IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში აერთიანებს. "სილიკონ ველი თბილისი" ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-შია განთავსებული.