loader

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - დემურ სტურუას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - დემურ სტურუას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ახალ ვერსიაზე საუბრობს. ლედი ტუკვაძის განცხადებით, "გარდაცვლილ დემურ სტურუას სხეულზე არსებობს მცირე დაზიანებები, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე აქვს მიყენებული, მაშინ როცა გოდერძი თევზაძესა და დემურ სტურუას ბოლო შეხვედრიდან 22 საათიანი შუალედი არსებობს".

დემურ სტურუას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. გარდაცვლილის დედა სამტრედიის რაიონული პოლიციის კიდევ 2 თანამშრომლის დაკავებას ითხოვს. მისი თქმით გოდერძი თევზაძე არ იყო ერთადერთი პოლიციელი რომელიც 22 წლის ახალგაზრდაზე ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებდა. ოჯახი პოლიციელების- სერგო შენგელიასა და დავით ქოიავას დაკავებასა და დაკითხვას მოითხოვს.