loader

თვითმკველობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პატიმრობაში რჩება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვითმკველობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პატიმრობაში რჩება

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე პატიმრობაში დატოვა. ყოფილი პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული. თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობრივი გადამეტება. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ბრალდებული პროცესს არ დასწრებია. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, დემურ სტურუას სიკვდილი 8 აგვისტოს დადგა, ხოლო სტურუას წერილში 7 აგვისტო აქვს მითითებული. ბრალდებული პოლიციელის ინტერესების დამცველი ასევე არ გამორიცხავს, რომ სტურუა მოკლული იყოს. გოდერძი თევზაძე, რომელიც სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი იყო, 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული.