loader

რა რისკებს შეიცავს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა - "ეს ადგილობრივ წარმოებას მოკლავს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რისკებს შეიცავს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა - "ეს ადგილობრივ წარმოებას მოკლავს"

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სპეციალისტები არაერთგვაროვნად აფასებენ. ექსპერტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ რეალურად ეს შეთანხმება საქართველოს ეკონომიკაზე ვერ აისახება და იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რასაც ჩინური პროდუქცია უქადის ქართულ ბაზარს. ნაწილი კი ფაქტს დადებითად აფასებს და მოსალოდნელ რისკებს ვერ ხედავს.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელზეც მოლაპარაკებები 7 თვე მიმდინარეობდა და რომლის თანახმადაც, ქართული პროდუქტები, როგორიცაა - ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები 2017 წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს, 1.4 მილიარდიან, ჩინურ ბაზარზე ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა. სამომავლოდ აღნიშნული პროდუქციის ჩამონათვალის უფრო გაფართოებაც იგეგმება.