loader

"მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო... სრულიად უდანაშაულო ვარ" -დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გამოძიებას ჩაბარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო... სრულიად უდანაშაულო ვარ" -დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გამოძიებას ჩაბარდა

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და უვადო შიმშილობას იწყებს.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა.