loader

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან" რა კადრებს ავრცელებს ირაკლი კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან" რა კადრებს ავრცელებს ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, "თავი შეიკავოს პროვოკაციებისა და კონტრაქციების მოწყობისგან".
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ბოლო დღებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით პროვოკაციების მასშტაბი დიდი არ არის, თუმცა დინამიკა მზარდია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეიმჩნევა სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში და აჭარაში, სადაც პარტია "ქართული ოცნების აქცივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.