loader

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი ჩამოიხრჩო

სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა. შემთხვევა 27 აგვისტოს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოხდა. თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებს ბრალდებულის ადვოკატი.

მკვლელობა ახალქალაქის სოფელ ვაჩიანში 2016 წლის 10 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და მისმა ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარ ა.-მ მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დედა და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა.