დევნილების აქცია გამოსახლებამდე
სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები გამოსახლების გადავადებას და ინვესტორთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ მათ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე განაცხადეს.
დევნილები აღნიშნავენ, რომ სასტუმროს დათმობას უბრძოლველად არ აპირებენ. ძალით გამოსახლების შემთხვევაში კი, თავშესაფრის მოთხოვნას ცხინვალში გეგმავენ. მათივე ინფორმაციით, აქვთ ცნობა, რომ სასტუმროს შენობა იყიდება.
როგორც დევნილები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სასტუმროს დასაცლელად 10-დღიანი ვადა მისცა.
დღეს, 9 აგვისტოს 17:00 საათზე, დევნილები გაერო-ს ლტლოვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავენ და ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვენ.