loader

შოკისმომგვრელი კადრები არქივიდან: "ემოები", "სუიციდ-ოთახი" და არასრულწლოვანთა სექტები თბილისში (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოკისმომგვრელი კადრები არქივიდან: "ემოები", "სუიციდ-ოთახი" და არასრულწლოვანთა სექტები თბილისში (+18)

გთავაზობთ სიუჟეტს არქივიდან, რომელიც თბილისში 2 დღის წინ მომხდარ საზარელ მკვლელობას თემატურად ეხმიანება.

რა სახის სექტებში არიან გაწევრიანებული არასრულწლოვანი ბავშვები და ვინ არიან "ემოები"? რატომ გახშირდა სუიციდის ფაქტები არასრულწლოვანებს შორის საქართველოში და რა სახის რიტუალებს ატარებენ სხვადასხვა სახის დაჯგუფებები? - "გია ჯაჯანიძის შოუს" კამერამ შოკისმომგვრელი კადრები დააფიქსირა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი. დაკავებულთაგან ერთი - 18 წლის გოგონა მოკლულის შვილია, მეორე - გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი - მათი მეგობარი.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა, ამის მერე კი დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

დაკავებულთაგან სამს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა ბრალდება, 2 პირს კი - დანაშაულის შეუტყობინებლობა.

ასევე იხილეთ: ცხარე კამათი მოძღვარსა და ბესო ჩუბინიძეს შორის "ემოებისა" და არასრულწლოვანთა სექტების შესახებ

როგორ აუჩუყა გული საზოგადოებას ახალგაზრდამ, რომელიც 70 წლის ქალის საზარელ რიტუალურ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - კადრები არქივიდან

რას ამბობდა თვეების წინ სექტებზე ბიჭი, ვის ბინაში დედის გვამი შვილმა მეგობრებთან ერთად დაანაწევრა

იხილეთ თემაზე ყველა ვიდეო #რიტუალური მკველობა