loader

ბავშვების მიერ ჩადენილი 10 ყველაზე სასტიკი დანაშაული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბავშვების მიერ ჩადენილი 10 ყველაზე სასტიკი დანაშაული

შეიძლება ეს ბავშვები საყვარლად და უდანაშაულოდ გამოიყურებიან, მაგრამ მათ საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს.

10: 16 წლის ბრენდა ენ სპენსერი - მან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა. 8 ბავშვი და პოლიციის ოფიცერი დაიჭრა, ხოლო სკოლის დირექტორი და დარაჯი ამ ამბავს შეეწირნენ.
9: სანადირო მშვილდით ჩადენილი დანაშაული - 15 წლის გოგონამ მამას სანადირო მშვილდიდან მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ მან დასჯის მიზნით თინეიჯერს მობილური ტელეფონი ჩამოართვა.
8: ძმები ფრიმანები - 17 და 15 წლის ბრაიან და დევიდ ფრიმანებმა მშობლები და უმცროსი ძმა მას შემდეგ მოკლეს, რაც ისინი სკინჰედების მოძრაობას შეუერთდნენ.
7: შერლი ვულფი და სინდი კოლიერი - გოგონები ერთმანეთს რამდენიმე საათის შეხვედრილები იყვნენ და გადაწყვიტეს, სახლიდან ერთად გაქცეულიყვნენ. მათ 85 წლის მოხუცი ქალი სასტიკად მოკლეს.
6: ჯესი პომროი - 14 წლის ჯესიმ 10 წლის გოგონა მოკლა და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგში განაჩენი შეცვალეს და ჯესიმ გარდაცვალებამდე ციხეში გაატარა წლები.
5: ერინ კაფი - როდესაც 16 წლის ერინს მშობლებმა აუკრძალეს, რომ 19 წლის შეყვარებულს შეხვედროდა, გოგონამ გადაწყვიტა, მთელი ოჯახი ამოეწყვიტა. ბოიფრენდის და მისი ორი თანამზრახველის დახმარებით კაფიმ დედა და ძმები მოკლა, ხოლო მამა მძიმედ დაიჭრა, რომელიც შემთხვევას სასწაულად გადაურჩა.
4: ჯალათი ძმები ედლინგტონიდან - 10 და 12 წლის ძმებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი სათამაშო მოედნიდან მოშორებით წაიყვანეს და 90 წუთის განმავლობაში სასტიკად აწამეს.
3: ნიუ-მექსიკოში ჩადენილი დანაშაული - 15 წლის ბიჭმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ 9 წლის ძმა და უმცროსი დები და ბოლოს მამა.
2: ამარდიტ სადა - 8 წლის ამარდიტი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელია. მან 3 მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა, მათ შორის, საკუთარი დაც.
1: ჯეიმი ბალჯერის მკვლელობა - 1993 წელს 10 წლის ბიჭებმა ორი წლის ბიჭუნა ჯეიმი ბალჯერი მოკლეს.