loader

ნარკოტიკებისთვის სიკვდილმისჯილი ბაბუცა გორდაძის საქართველოში დაბრუნების კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკოტიკებისთვის სიკვდილმისჯილი ბაბუცა გორდაძის საქართველოში დაბრუნების კადრები

2010 წელს მალაიზიაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი დააკავეს. მას სურათის ჩარჩოში ჰქონდა ნარკოტიკი დამალული. სამართალდამცველებმა მალე მეორე სურათს მიაკვლიეს, რომლის მფლობელი ბაბუცა გორდაძეც დააკავეს. მათ სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა) განესაზღვრა, რაც შემდეგ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგად შეეცვალათ. ბრალდებულებს პატიმრობა განესაზღვრათ, რაც მალაიზიის სისხლის სამართლის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
ბაბუცა გორდაძეს პატიმრობის ვადა უკვე ამოეწურა და ის სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში მას გადაცემა "PS"-ის გადამღები ჯგუფი დახვდა. გორდაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ახლობლები კი მედიის მიმართ ღია აგრესიით გამოირჩეოდნენ.