loader

რის გამო დააკავეს სამართალდამცველებმა სამირა ბაირამოვას ნათესავები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რის გამო დააკავეს სამართალდამცველებმა სამირა ბაირამოვას ნათესავები

სამართალდამცველებმა 1977 წელს დაბადებული რიტა ბ. და 1968 წელს დაბადებული ვუკარ კ. პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან არაერთგზის კანონიერი მოთხოვნისა, დაეტოვებინათ შენობა და შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედება, ისინი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.

გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და პოლიციელთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები სამირა ბაირამოვას ნათესავები არიან.