loader

გამოსახლებულმა დევნილებმა ჯერ არ იციან სად წავლენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამოსახლებულმა დევნილებმა ჯერ არ იციან სად წავლენ

ვარკეთილში, 204-ე ბაგა-ბაღის შენობიდან დევნილთა და სოციალურად დაუცველი 19 ოჯახის გამოსახლების პროცესი უკვე  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
დევნილების ნივთებით დატვირთულმა სატვირთო ავტომობილებმა ტერიტორია დატოვა, დევნილების თქმით, ეს ნივთები მათ ნათესავებთან მიაქვთ, რადგან წასასვლელი არსად არ აქვთ.

დევნილების განცხადებით, ფოცხო-ეწერში და ლესიჭინეში ვერ წავლენ, რადაგან მათი თქმით, საცხოვრებელი და სამუშაო პირობები არ არის.

პოლიციის მიერ ამ დრომდე შემოსაზღვრულია პერიმეტრი და ჟურნალისტებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ აქვთ.

დღეს, 18 ივლისს,  204-ე ბაგა-ბაღის შენობიდან დევნილთა გამოსახლება ექსცესებით დაიწყო. კერძოდ, დევნილები პოლიციელებს შენობაში არ უშვებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა შეძლეს რკინის კარის გახსნა და შენობაში შეღწევა.