loader

დევნილებს საცხოვრებელი შენობის დაუყოვნებლივ დაცლა მოსთხოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილებს საცხოვრებელი შენობის დაუყოვნებლივ დაცლა მოსთხოვეს

სამართალდამცველები შენობიდან მას შემდეგ წავიდნენ, რაც დევნილებმა მათი გამოსახლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ხმაური ატეხეს. ვარკეთილის II მიკრორაიონში მდებარე #204-ე ბაგა-ბაღის შენობიდან, დევნილების გამოსახლებას აპირებდნენ.

დევნილებმა სანთლებითა და ხატებით ხელში "მამაო ჩვენო" წაიკითხეს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა შენობა დატოვეს. ბავშვები ტიროდნენ და ამბობდნენ, რომ მათ სახლში შესვლის უფლებას პოლიციელებს არ მისცემდნენ.

დევნილებმა არ ჩაიბარეს გაფრთხილების ფურცელიც, სადაც მითითებული იყო, რომ მათ დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინათ შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობას ძალით დაატოვებინებდნენ.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე დავით მალაზონიამ განაცხადა, რომ პოლიციელები დღესვე აპირებდნენ დევნილების გამოსახლებას, თუმცა, პროტესტის შემდეგ მათ ტერიტორია დატოვეს და, სავარაუდოდ, ღამის საათებში ან გამთენიისას მოხდება დევნილების გამოსახლება.