loader

მესამე ეტაპი იწყება - დევნილებს ასახლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მესამე ეტაპი იწყება - დევნილებს ასახლებენ

დევნილთა გამოსახლების მესამე ეტაპი და ოთხი ახალი ობიექტი. უზნაძის 8 ნომერი, სამღერეთის ქუჩა, ვარკეთილში 204-ე ბაგა ბაღის ტერიტორია, ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია - ამ საცხოვრებლებში მცხოვრებ დევნილებს ორშაბათიდან ახალი მისამართი ექნებათ.

გაფრთხილება დევნილებს 10 დღის წინ მიუვიდათ. ორშაბათს დილიდან მათ დროებითი თავშესაფრებიდან გამოასახლებენ.

განცხადებაში, რომელიც დევნილებს განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მიუტანეს ნათქვამია, რომ შენობა რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, სახელმწიფო კუთვნილებაა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, დევნილებს აფრთხილებენ - მათ მიმართ სამართალდამცველები იძულებით აღსრულების ღონისძიებას განახორციელებენ.