loader

საცხობები, სალონები და სხვა - გაგიძვირდებათ თუ არა მომსახურება დენის ტარიფის გაზრდის გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საცხობები, სალონები და სხვა - გაგიძვირდებათ თუ არა მომსახურება დენის ტარიფის გაზრდის გამო

მცირე მეწარმეები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირებამ შეიძლება მოუტანოთ. მცირე მეწარმეები აღნიშნავენ, რომ მათი წარმოება ძირითადად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რაც კომუნალურ გადასახადს საგრძნლობად გაზრდის. მცირე საცხობების მფლობელები პროდუქციაზე ფასის გაზრდას არ გამორიხავენ, რადგან მათი თქმით ფასმა არამხოლოდ ელექტროენერგიაზე მარგარინზე, ზეთზე და სხვა პროდუქტზეც მოიმატა.

კვების ობიექტების მსგავსად მომსახურება ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული სილამაზის სალონებშიც, რომელთა მფლობელების ვარაუდით მომდევნო თვიდან გადასახადი საგრძნობლად გაუძვირდებათ.

სემეკ-ის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი თითქმის გაორმაგდა, რამაც თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადის გაზრდა გამოიწვია.