loader

როგორ გაიქცა მექსიკელი ნარკობარონი ციხიდან 1,5-კილომეტრიანი გვირაბით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გაიქცა მექსიკელი ნარკობარონი ციხიდან 1,5-კილომეტრიანი გვირაბით

ნარკობარონი ჰოაკინ გუსმანი, ზედმეტსახელად "ელ-ჩაპო", გასულ კვირას მექსიკის ერთ-ერთი ციხიდან გაიქცა. რამდენიმე დღეში პოლიციამ ვიდეოთვალთვალისა და გვირაბების სისტემის კადრები გამოაქვეყნა, რომლითაც მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი დამნაშავე სამართალდამცველებს გაექცა. 1,5 კილომეტრი სიგრძის გვირაბი განათების სისტემით და ვინტილაციით იყო აღჭურვილი. ციხის სიახლოვეს მდებარე მშენებლობის ტერიტორიაზე ზედაპირზე ამოსული ჰოაკინ გუსმანი სპეციალურად მისთვის დატოვებული მოტოციკლით წავიდა.

"ელ-ჩაპო" ტყვეობაში 2014 წლის თებერვლიდან იმყოფებოდა. იგი ციხეში თითქმის 15-წლიანი ძებნის შემდეგ ჩასვეს. ნარკოტრაფიკში მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მთლიანობაში 300-დან 400 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.