loader

ფეშენებელური აგარაკი წყნეთში, სადაც გიგი უგულავა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფეშენებელური აგარაკი წყნეთში, სადაც გიგი უგულავა ოჯახთან ერთად ცხოვრობდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს წყნეთის სამთავრობო აგარაკები დაათვალიერებინეს.

2013 წლიდან წყნეთის აგარაკები ქირავდება, იქამდე კი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ამ სახლებში მთავრობის თითქმის ყველა წარმომადგენელი ცხოვრობდა.

ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ, დედაქალაქის ყოფილი მერის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავას აგარაკიც დაეთვალიერებინათ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფეშენებელურია წყნეთის სამთავრობო აგარაკებს შორის. როგორც იქ მომუშავეები ამბობენ, გიგი უგულავამ ორი აგარაკი გააერთიანა და იქ ოჯახთან ერთად მთელი წლის მანძილზე ცხოვრობდა.

ავტორი: ირაკლი გედენიძე

ასევე იხილეთ: ექსკურსია წყნეთის აგარაკებზე - როგორ გამოიყურება სახლი, სადაც დავით ბაქრაძე ცხოვრობდა