loader

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაკრძალვაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის დაკრძალვაზე

ვინაიდან ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდნენ, ვერ დააფასეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ასეთი ჰუმანური ნაბიჯი, ყველას, ვინც არ შეეშვება კრიმინალურ საქმიანობას, პირობას ვაძლევ, რომ მათ მიმართ სახელმწიფო იქნება დაუნდობელი, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ქაშუეთის ტაძარში გააკეთა, სადაც მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის გამოსვენების ცერემონიას დაესწრო.

პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელს აღმართავს, უმკაცრესად დაისჯება.

"ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია პირადად ჩემთვის და მთელი ქვეყნისთვის. ბექა დაიღუპა კრიმინალთან ბრძოლაში და ის არის ჩვენი ქვეყნის გმირი. ყველა, ვინც ხელს აღმართავს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უმკაცრესად დაისჯება. მათი ადგილი არ არის ჩვენს ხალხს შორის. მე დავავალე შინაგან საქმეთა მინისტრს, მაქსიმალურად მალე გაასუფთავონ ჩვენი საზოგადოება ასეთი კრიმინალებისგან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.