loader

"ლაგოდეხის გამგეობის შენობას ხუმრობით უკვე "ჩემი ცოლის დაქალების" შენობას ეძახიან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლაგოდეხის გამგეობის შენობას ხუმრობით უკვე "ჩემი ცოლის დაქალების" შენობას ეძახიან"

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვალერი შოშიაშვილი ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, საკადრო პოლიტიკა კვლავ ნაცნობ-მეგობრობით და ნათესაური კავშირებით ტარდება. საჯარო მოხელეთა საატესტაციო გამოცდების შემდეგ კი პროფესიონალი კადრები კვლავ უსამსახუროდ რჩებიან.

"ლაგოდეხის გამგეობის შენობას ხუმრობით უკვე "ჩემი ცოლის დაქალების" შენობას ეძახიან", - ამბობს ვალერი შოშიაშვილი.

შოშიაშვილის კომენტარს ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს.