loader

ირაკლი ღარიბაშვილი ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის მიღებას სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებად აფასებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის მიღებას სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება და მას სახელმწიფოებრივად სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებად აფასებს. შესაბამისი განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტმა ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი გუშინ პირველი მოსმენით, 75 ხმით მიიღო. 75 მომხრე, 58 წინააღმდეგი – ასეთია კენჭისყრის შედეგი. კვორუმი 68 ხმაა.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.