"მინდა ამ სასმისით, ალავერდი გადავიდე..." - ზაზა პაპუაშვილის გამოწვევა სადღეგრძელოდ
"ძალიან კი არ მინდოდა ამ კოლექტიურ განბანვა-ჭყუმპალაობაში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ რა ვქნა, გამოწვევებს გულგრილად ვერ ვუყურებ", - წერს პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე. პაპუაშვილმა სამსახიობო წარსული გაიხსენა და ვიდეომონოლოგით გამოწვევა გაუგზავნა გედევან ფოფხაძეს, თემურ ჩხაიძეს, დათო რურუასა და საკუთარ შვილს.