loader

კალიფორნიაში 24-მილიონდოლარიანი იახტა დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კალიფორნიაში 24-მილიონდოლარიანი იახტა დაიწვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში, ნავსაშენში იახტა დაიწვა. მომხდარის ამსახველი კადრები ნავის კაპიტანმა კურტ როლმა დისტანციური მართვის კვადროკოპტერით გადაიღო. მან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით კვამლის სვეტი შენიშნა და მოწყობილობის გამოყენება გადაწყვიტა.

ნავმისადგომიდან დაახლოებით 100 მუშის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეებმა საბოლოოდ ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.

35-მეტრიანი იახტა Polar Bear პენსიაზე გასულ ელექტროინჟინერ ლარი ჯოდსასუს ეკუთვნოდა და 24 მლნ დოლარად იყო შეფასებული.