loader

პროკურატურა: "მოსასმენი აპარატურით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა: "მოსასმენი აპარატურით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ"

მთავარი პროკურატურა საგანგებო განცხადებას აკეთებს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიებასთან დაკავშირებით.

პროკურატურაში გაეთებული განცხადების შესაბამისად, კუდ-ის თანამშრომლების მიერ 2010-2011 წლებში ადგილი ჰქონდა ფარული ხარჯებით ფარული მოსმენებისთვის გათვალისწინებული პორტატული აპარატურის შეძენას, რომლებსაც კუდ-ი კერძო საუბრების ჩაწერისთვის იყენებდა. პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ამჟამად აპარატურის დიდი ნაწილი დაკარგულია. პროკურატურა გამოთქვამს ვარაუდს, რომ პორტატული მოსასმენი აპარატურით სარგებლობენ "ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები".

ამასთან, პროკურატურის განცხადების შესაბამისად, პირადი საუბრების ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების უკანონო გავრცელება, მათ შორის მასმედიის საშუალებით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.