loader

შპს "სინათლის ქალაქში" დასაქმებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ხელფასს უორმაგებენ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შპს "სინათლის ქალაქში" დასაქმებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ხელფასს უორმაგებენ?

თბილისის საკრებულოსთან შეუთანხმებლად, შპს "სინათლის ქალაქს" ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოეყო, რომელიც ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებული ყოფილი მაღალჩინოსნების ხელფასების გაზრდას მოხმარდა, - ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, 23 იანვარს, თბილისის მთავრობის სხდომაზე მერის, გიგი უგულავას ინიციატივითა და მისი მოადგილის, დავით ალავიძის ხელმოწერით, შპს "სინათლის ქალაქს" ბიუჯეტიდან კონკრეტული დანიშნულების გარეშე გამოეყო 800 ათასი ლარი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმისთვის მიიღეს, რომ თანხით შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმებული, წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დანიშნული ხელფასი, რომლის ოდენობა ახლა 2500 ლარს შეადგენს, 5 ათას ლარამდე გაიზარდოს.

ამასთან, გაბუნიამ პრესკონფერენციაზე დაასახელა პირები, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოში შედიან: იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი, სპორტის ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი დავით ჯანიაშვილი, ყოფილი პარლამენტარი კობა ხაბაზი და ასევე, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი.