loader

სამხედრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო. როგორც პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, სამხედრო პოლიციამ, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციასთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო.

"თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან დიდი რაოდენობით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი ამოიღო სამხედრო პოლიციამ, შს სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოსთან ერთად. საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სხვადასხვა კალიბრისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი რეგისტრირებული არსად არის. იარაღის საცავის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქალაქემ თავდაცვის უწყებას მიმართა. გამოძიებას აწარმოებს ქალაქ თბილისის სამმართველო", - აღნიშნა ავალიანმა.

მისივე თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის არ სახელდება მოქალაქის ვინაობა და ბინის მისამართი. ავალიანის განცხადებით, ძიება დაადგენს, თუ ვის მიერ და რა მიზნით მოხდა საცხოვრებელ ბინაში ამ არსენალის შეტანა.

სამხედრო პოლიციის უფროსის, კახა ჩიხლაძის განმარტებით კი, ამოღებულია დაახლოებით ასი ერთეული იარაღი, მათ შორის მპ-5, მპ-3, მპ-5კ და "ჰეკლერკოხის" ავტომატური იარაღები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.