loader

ზაზა გაბუნია თბილისის განვითარების ფონდს ფართების უკანონო გადაფორმებაში ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა გაბუნია თბილისის განვითარების ფონდს ფართების უკანონო გადაფორმებაში ადანაშაულებს

თბილისის განვითარების ფონდი ცაბაძისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე მცხოვრებთა ფართების უკანონო გადაფორმებას ახორციელებდა, - ამის შესახებ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩების შენობების გარე ფასადების რეაბილიტაციის პარალელურად, დაირღვა ათობით მოქალაქის საკუთრების უფლება და მატერიალური ზიანი მიადგათ.

დეპუტატის თქმით, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორისა და ფონდის მესვეურების მხრიდან მოქალაქეებზე ხორციელდებოდა ზეწოლა მათ საკუთრებაში არსებული ფართების დათმობის მიზნით.

საკრებულოს წევრი ფონდისგან მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლები უკვე ამზადებენ წერილს, რომლითაც შემდეგ ის მთავარ პროკურორს მიმართავს.

პრესკონფერენციას ცაბაძის ქუჩის რეაბილიტაციით დაზარალებული ნანა კოპალეიშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, ცაბაძის ქ.#11-ში მას ჰქონდა საცხობი. ნანა კოპალეიშვილის განცხადებით, შვიდი თვეა, სამი ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, შენობას კი მხოლოდ გარემონტებული ფასადები აქვს და სახურავიც კი არ გააჩნია.