loader

ნანუკა ჟორჟოლიანს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში მარინა ბერიძე შეცვლის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნანუკა ჟორჟოლიანს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში მარინა ბერიძე შეცვლის

ტელეკომპანია "იმედის" პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიში ცვლილებაა. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე შეცვლის.

როგორც "ამბები.გე"-ს მარინა ბერიძემ განუცხადა, ჟიურის წევრობა მას გუშინ შესთავაზეს.

ტელეკომპანია "იმედის" ახალმა ხელმძღვანელობამ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურიდან დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე თავად ტელეწამყვანმა გაავრცელა.

ტელეწამყვანმა 17 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედი" დატოვა. მისი განცხადებით, ეს მორალური ვალდებულება იყო.