loader

ტელეკომპანია "პიკის" მდუმარე საინფორმაციო გამოშვება - ჟურნალისტების უჩვეულო პროტესტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელეკომპანია "პიკის" მდუმარე საინფორმაციო გამოშვება - ჟურნალისტების უჩვეულო პროტესტი

"ვდუმვართ პროტესტის ნიშნად" - ტელეკომპანია "პიკის" ეთერში 22 საათზე მდუმარე საპროტესტო საინფორმაციო გამოშვება გავიდა. წამყვანებმა განმარტეს მათი პროტესტის მიზეზი, ხოლო სიუჟეტების ავტორი ჟურნალისტები ეთერში მთელი გამოშვების მანძილზე დუმდნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" არხისთვის წლის ბოლომდე განკუთვნილი დაფინანსება არ გააჩნია.

რამდენიმე დღის წინ "პიკი" თანამგზავრიდან გაითიშა, თანამშრომელთა ნაწილს კი სახელფასო დავალიანება ჰქონდა. სწორედ დაფინანსების არარსებობის გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ არხი შესაძლოა, დაიხუროს. სწორედ ამან გამოიწვია არხის ჟურნალისტების პროტესტი.

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებთან საგანგებო თათბირი გამართა.

გთავაზობთ ამ უჩვეულო საინფორმაციო გამოშვებას.