loader

"ყველა მთავრობა ფეხზე მკიდია ქართველობის და საქართველოს გარდა" - სოსო პავლიაშვილი ექსკლუზიურად "პალიტრა ტვ"-სთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა მთავრობა ფეხზე მკიდია ქართველობის და საქართველოს გარდა" - სოსო პავლიაშვილი ექსკლუზიურად "პალიტრა ტვ"-სთვის

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, "პალიტრა ტვ"-სთან ექსკლუზიურად გააკეთა კომენტარი.

"მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ჩვენში, ქართველებს შორის არიან ასეთი გარეწრები. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ქართველი ქართველს ასე თუ დაამცირებდა".

მომღერალმა გულისტკივილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლებია საქართველოში ვერ ბრუნდება: "დიდი მადლობა" იმ იდეოლოგებს, ვის გამოც დღემდე ჩემს თბილისში ჩამოსვლა არ შემიძლია. რა მოუვათ თავში და რა შეიძლება გააკეთონ, არ ვიცი. ვერავინ მეტყვის იმას, რომ შენ იქ ხარ და ქართველობა ცალკეა. ცხრა მთავრობა რომ მოვიდეს და წავიდეს, მე ყველაფერი ფეხზე მკიდია ქართველობის და საქართველოს გარდა".

იხილეთ: სოსო პავლიაშვილი სამშობლოს თავისუფლებას უმღერის (1989 წელი)