loader

დევნილების მორიგი ხმაურიანი გამოსახლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილების მორიგი ხმაურიანი გამოსახლება

ქაიროს ქუჩაზე, ფეხსაცმელების ფაბრიკის ყოფილი შენობიდან  15 დევნილი ოჯახის გამოსახლება ხმაურით მიმდინარეობდა.

ერთ-ერთი დევნილის, ნინო გოგიჩაიშვილის განცხადებით, ფოთში ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზეს და იძულებული იყო დათანხმებოდა, რადგან ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ქუჩაში ვერ დარჩებოდა.

დევნილთა ნაწილი კი აცხადებს, რომ მათთვის ალტერნატიული ფართი არ შეუთავაზებიათ და ფაქტობრივად, ქუჩაში რჩებიან. დევნილების ცნობით, ორშაბათს განსახლების სამინისტროში არიან დაბარებულნი, მანამდე კი თავს ნათესავებთან შეაფარებენ.

ფეხსაცმელების ფაბრიკის ყოფილ შენობაში 15 დევნილი ოჯახი წლისა და შვიდი თვეის განმავლობაში ცხოვრობდნენ. აფხაზეთიდან დევნილების მტკიცებით, ხელისუფლებას მათთვის არანაირი კომპენსაცია არ მიუცია.