ბოლო სიახლეები
 
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
12:42 / 28-03-2016
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა - ექსკლუზიური კადრები კლინიკიდან
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც "ამბები.გე"-ს ევას მამის მეგობარმა განუცხადა, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ფანჯარაზე იჯდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რესპუბლიკურიდან ევა ბარბაქაძე იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც  იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, მას ხერხემალი აქვს დაზიანებული.

მათივე განმარტებით, ხერხემლის გარდა, გოგონას სხვა მრავლობითი სახის მოტეხილობები და დაზიანებები აღენიშნება.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, არსებული ინფორმაციით, მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალურად, იაშვილის სახელობის კლინიკის ეზოში შეკრებილებს შორის ვრცელდება.

ამასთან, როგორც შორენა ბეგაშვილის ახლობლების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებს, ექიმები ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის საკითხზე თანხმდებიან.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა აღნიშნულს იაშვილის კლინიკის პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

როგორც "ამბები.გე"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: რა მდგომარეობაშია შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, რომელიც მე-5 სართულიდან გადმოვარდა - ექიმის კომენტარი

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე "მამულიჩა" ახალ ინფორმაციას ავრცელებს

კომენტარები (54)
17:18 24-05-2016
ნატა
ღმერთს უნდა ვუმადლოდეთ იმისთვის,რომ გადარჩა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი შვილი.შორენას კი იმედი ჰქონდეს,რომ მისი შვილი აუცილებლად გამოჯამრთელდება
11:23 29-03-2016
ნი-ნია
შორენას მიეცი ღმერთო მოთმინება და გამძლეობა ,ბავშვს კი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ!
21:42 28-03-2016
ელენე
გმერტმა უსჰველოს მარტლა ვილოცოტ
20:36 28-03-2016
მოშე- ხაიმი
დიდო გამჩენო შენ დაიფარე და დაიცავი ევა.
19:23 28-03-2016
??????????????????????????
ოპერაციამ როგორ ჩაიარა? დაწერეთ რაა რამე.