Xვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
თავხედური ძარცვის დეტალები: რა გაიტაცა ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან და როგორ აიყვანეს 26 წლის თავდამსხმელი
16:49 / 20-03-2016
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. დააკავეს. 26 წლის მამაკაცს ყაჩაღობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ციციშვილისა და ქეთევან იგნატოვას სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან იგნატოვას იარაღის მუქარით გასტაცა ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები. მან სახლში მყოფ ხუთ ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი ნის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ზაზა ციციშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან იგნატოვას დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რევაზ კ. ყაჩაღობიდან 5 დღეში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
ახლა უყურებენ
"მე შემიძლია წავიდე მეორადშიც, არასდროს მქონია იმდენი ფული, რომ 3000-ევროიანი პიჯაკი მეყიდა…"
"მიდიან, წრეს ურტყამენ და გამოდიანო" - ბიძინა ივანიშვილს ბურჭულაძეზე ბოლო ანეკდოტის გახსენებაში წამყვანი დაეხმარა
ქრთამის აღების ფაქტზე ტყიბულის სატყეო სამსახურის უბნის უფროსი დააკავეს
შსს-ს ოპერატიული ვიდეოკადრები: საბრძოლო მასალა და იარაღის განსაკუთრებულად დიდი მარაგი
"ქალიშვილი ხარ?" - ქუთაისელებისთვის ყველაზე უხერხული კითხვები.
რამდენს ხარჯავენ და რა ბრენდებს იცვამენ ცნობილი ქართველი ქალები?
ცნობილი პოპ-მომღერალი მკერდგადმოგდებული რამდენიმე წამის განმავლობაში მღეროდა
ამერიკული "ვოგის" ვიდეო სუპერმოდელების მონაწილეობით - ეს არ უნდა გამოტოვოთ!