ბოლო სიახლეები
 
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
20:02 / 18-03-2016
დეპუტატები ზესტაფონთან ავარიაში მოჰყვნენ - შემთხვევის დეტალები
უმრავლესობის 3 დეპუტატი ავარიაში მოჰყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონთან მოხდა. პარლამენტის სამივე წევრი - გიორგი ფეიქრიშვილი, თენგიზ ხუბულური და მახირ დარზიევი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, როგორც სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
კომენტარები (4)
01:02 20-03-2016
მაგარია ზესტაფონი
მიშაიას მიეცა თქვენი ცოდვა! ჩემი კომპანიის თანამშრომლები გამახსენდა, თბილისსა და ზესტაფონს შორის, რომ დარბიან!
14:33 19-03-2016
ვერანა
ერმა უნდა იცოდეს თავისი გმირების სახელები!
10:25 19-03-2016
პაპაი
პირველად გავიგე ამ დეპუტატების გვარები ისიც ავარიის გამო
01:41 19-03-2016
ელიოზი
დამწუხრებულია მთელი ერი, რა ეშველება უმრავლესობას?... გამოდით ხალხო სანთლები დავანთოთ იქნებ როგორმე გადარჩნენ ჩვენი გმირები! რამე ერთი დიდი ავტობუსით რომ დადიოდნენ მთელი უმრავლესობა უფრო კარგი იქნებოდა ისე... ოპოზიცია მარშუტკაშიც ჩაეტევა!