Xვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ნასვამი ახალგაზრდების ჩხუბი პოლიციელებთან თელავში: 7 პირი დააკავეს, ერთი პოლიციელი დაზიანდა
16:04 / 28-02-2016
თელავში, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. ინციდენტი ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა.

ინციდენტის დროს კაფის ინვენტარი დაზიანდა. სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს. ისინი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, კამათი მოხდა მოქალაქეებს შორის და ვითარების განსამუხტად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, თუმცა როდესაც პოლიცია ცდილობდა ვითარების განმუხტვას, ამ დროს გაუწიეს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
ახლა უყურებენ
"რაღაც ხმაურია, მიშა მოდის" - შარჟი სააკაშვილის ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაზე
ქეთა თოფურიას ექიმები გამოუძახეს
"გაკვირვებული ვარ, არავინ არ დამიძახა არც ერთხელ" - რატომ აღარ დადის გურანდა გაბუნია სოფელ-სოფელ და რაზე სწყდება გული
"ხანდახან იმსახურებენ ადამიანები შანსს" - თამო ვაშალომიძე დედას შეურიგდა
მაკა ჩიჩუას ულამაზესი კაბა რომის პაპთან შეხვედრაზე .
საოცარი კადრები - შუა გზაში მეწყერის ჩამოწოლა მანქანის რეგისტრატორმა დააფიქსირა
ინოვაციური ტრენინგი საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც ავტომატურად დასაქმდებით
რა წაიღეს პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისიდან - დარბეული ოფისის კადრები ქუთაისიდან