ბოლო სიახლეები
 
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
10:54 / 08-03-2016
50-თეთრიანი მონეტები 100 ლარად იყიდება?
სოციალურ ქსელებში ძველ 50-თეთრიანებთან დაკავშირებით დაწყებულმა აჟიოტაჟმა მშრალ ხიდზეც გადაინაცვლა. კოლექციონერები, რომლებიც სხვადასხვა მონეტით ვაჭრობენ, ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში მათ ხშირად სთავაზობენ ძველი, 50 თეთრის ღირებულების მონეტის შესყიდვას. თუმცა კოლექციონერები ყიდვაზე უარს ამბობენ, რადგან მათი თქმით, დასახელებული ფასი, რომელიც 1 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს, არარეალურია. მონეტებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ძველ 50-თეთრიანში ღირებული მეტალი არ ურევია და სავარაუდოდ, მათი ძვირად გაყიდვის მცდელობა კონკრეტულ ინტერესებს უკავშირდება.

სოციალურ ქსელებში ბოლო ერთი თვეა, ძველი 50 თეთრის ღირებულების მონეტის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავრცელდა. სოციალურ ქსელებში ერთ ცალ ძველ 50-თეთრიანს 2 ლარიდან 100 დოლარამდე ყიდიან.
კომენტარები (14)
01:45 10-03-2016
შოთა
ჩემი აზრი ასეთია. ვიღაცამ დაიწყო ამათი შესყიდვა და შეისყიდის სხვადასხვა ფასებში, მაგრამ თუ ქალაქში ხმა გავარდა, რომ ამ მონეტებს იბარებს ვიღაც, მაშინ სხვებიც დაიწყებენ ამ მონეტების ჩაბარებას, რომ შემდეგ თვითონ უფრო ძვირად ჩააბარონ. შემდეგ ვინც თავდაპირველად დაიწყო ამ მონეტების ჩაბარება ის მიჰყიდის სხვებს ამ მონეტებს და მაგით იხეირებს თვითონ.
01:35 10-03-2016
Shota
ქაღალდის ორლარიანი არავის უნდა? :) მე მაქვს მაგი და არ ჩაიბარებენ?
17:43 09-03-2016
ტამტა
მაინტერესებს ორ ლარიანებსაც ხო არ იბარებენ
17:41 09-03-2016
ტამტა
ისე ორ ლარიანსაც აქვს ოქროსფერი გული მასაც ხო არ იბარებენ
14:29 09-03-2016
თენგო
ჩემმა მეზობელმა 20 ცალი გაყიდა ას ლარად, ანუ 1 ცალი 5 ლარად ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში სადგურზე.