Xვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
"ევროპაშიც ძვირია სიგარეტი" - რას ფიქრობენ ქართველები თამბაქოს გაძვირებაზე
19:16 / 03-01-2016
ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება.

"ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე. საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

Also read on georgianjournal.ge: Tobacco price goes high in Georgia: Which brands do the changes apply to


ბოლო სიახლეები
Autoplay
ახლა უყურებენ
სამშენებლო კომპანია "მოდულისგან" დაზარალებულები თანხის დაბრუნებას მოითხოვენ
შიმონ პერესს უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანი გააცილებს - ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრება
"შემოამტვრია კარები, დანა გახსნა..." - ბურჭულაძის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი "ნაციონალების" აქტივისტების მუქარაზე
ცნობილი პოპ-მომღერალი მკერდგადმოგდებული რამდენიმე წამის განმავლობაში მღეროდა
რადიო "პალიტრამ" დღეიდან ბორჯომში მაუწყებლობა დაიწყო
რამდენს ხარჯავენ და რა ბრენდებს იცვამენ ცნობილი ქართველი ქალები?
ქართველი პოლიციელების ნამღერი "წინწყარო" ინტერნეტს იპყრობს
რაფაელ ნადალმა თამაში შეაჩერა, რათა კორტებზე დედას დაკარგული შვილი ეპოვნა