ბოლო სიახლეები
 
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
16:45 / 19-01-2016
უნიკალური ქართული ანბანი, რომელიც 40 ასო-ნიშანს შეიცავს და საოცარ ისტორიებს მალავს
ქართული ანბანი დიდი საგანძურია არა მარტო ქართველი ერისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. ქართულმა ანბანმა, თავისი არსებობის მანძილზე, 3 საფეხური განვლო - ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. თითოეულ მათგანს დამახასიათებელი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასომოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით, ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურის.

სწორედ ამ საგანძურის მოფრთხილება და მისი საოცარი და საინტერესო თვისებების წარმოჩენა იყო მიზეზი, რამაც გიორგი-იური სალუქვაძეს ქართული ანბანის გაერთიანებისკენ და ახალი უნიკალური ანბანისკენ უბიძგა, რომელზეც 3 წელზე მეტხანს მუშაობდა. მას წარმოდგენილი აქვს 40 ასო, რომელიც თავის თავში აერთიანებს მის წინამორბედ ასოებს და თუ თითოეულს კარგად დავაკვირდებით, მასში საოცარ ქვეტექსტებსა და ისტორიებს აღმოვაჩენთ.
კომენტარები (10)
12:57 17-02-2016
რობერტი
გიო,ასო ქან-თანდამოკიდებულებას რაც შეეხება,ეს იმას არ ნიშნავს,რომ რახან ქრისტე ქანით იწყება, ქრისეშობის შემდეგ არის შექმნილი.იბერიის მოგვებმა და ქურუმებმა იცოდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ქრისტეს მოსვლა! გაეცანით ალიკო ცინცაძის ნაშრომებს იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"-ს გაშიფვრის შესახებ,ძალიან საგულისხმოა.
12:24 22-01-2016
გიო
ქარტული ანბანი მართლაც ბევრ საიდუმლოს შეიცავს, თუმცა ეს ბატონი აშკარად მცდარ გზაზეა. თუნდაც ასო-ბგერა ქან-თან მიმართებაში. გამოდის რომ ქართული ანბანი ქრისტეს შობის შემდგომი პერიოდისაა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
12:31 21-01-2016
ალექსი
ენათმეცნიერო.თუ სიღრმისეულად ვერ წვდები ამ საკითხის ზოგად-კაცობრიულ მნიშვნელობას,გაჩუმდი მაინც.
12:26 21-01-2016
ალექსი
თუ უვიცი ხარ ჩუმათ მაინც იყავი.ჩვენი ვაი ენათმეცნიერები რომ ჩქმალავენ ქართული ანბანის უნიკალურობას და ზოგად კაცობრიულ მნიშვნელობას ან არ ჰყოფნით კომპეტენტურობა მსოფლიო მსჯელობის საგნად აქციონ ეს საკითხი, აი ეს არის ჩვენი უბედურება.ჩვენ ერთმანეთის გასრესა-დაკნინებაში ვართ ძლიერები.
15:49 20-01-2016
ენათმეცნიერი
და სულხან საბა საერთოდ სულ სხვა რამეს წერს. თუ ვინმე ვერ გებულობს მის ენას უნდა ჰკითხოს სპეციალისტს, ან რაღაც ზღაპრეპს უნდა დაანებოს თავი.