Xვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
მექსიკელი ნარკობარონი შონ პენმა ”ჩაუშვა”? - გამოძიება "ელ ჩაპოზე" ჰოლივუდის ვარსკვლავმა გაიყვანა
14:33 / 10-01-2016
ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის ხუაკინ გუზმანის, მეტსახელად "ელ ჩაპოს" დაკავებაში გამოძიებას ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი შონ პენი დაეხმარა. უცხოური მედიის ცნობით, ციხიდან გაქცევის შემდეგ სინალოას ნარკო კარტელის ბოსი შონ პენს შეხვდა და მასთან ჟურნალ "როლინგ სტოუნსისთვის" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ხუაკინ გუზმანს სურდა, რომ მისი ცხოვრების შესახებ ფილმი გადაეღოთ, ამ იდეით მან სწორედ შონ პენს მიმართა. სამართალდამცველების განცხადებით, ისინი შონ პენის კვალს დაადგნენ და გუზმანის ადგილსამყოფელი ამ გზით გაიგეს. დაკავებული ნარკობარონი ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების კუთხით ყველაზე დაცული ციხეა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, "ელ ჩაპოს" ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდეს.

ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუზმანი, მეტსახელად "ელ ჩაპო" დააკავეს. "ბიბისის" ცნობით, დაკავების დროს იყო ორმხრივი სროლაც, რა დროსაც დაუზუსტებელი ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ნარკობარონი ალტიპლანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც უსაფრთხოების ზომების კუთხით ყველაზე დაცული ციხეა. "ელ ჩაპო" საპყრობილედან დაახლოებით ექვსი თვის წინ გაიქცა. მან გაქცევა საკანალიზაციო გვირაბით შეძლო. მას გაქცევაში თავისი გულშემატკივრები დაეხმარნენ. ეს მისი მეორე გაქცევა იყო.

იხილეთ ვიდეო: როგორ გაიქცა მექსიკელი ნარკობარონი ციხიდან 1,5-კილომეტრიანი გვირაბით
ბოლო სიახლეები
Autoplay
ახლა უყურებენ
სააკაშვილის მყისიერი კომენტარი მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერი გავრცელდა
სუს-ის საგანგებო ბრიფინგი დღეს გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებზე
კრიშტიანუ რონალდუმ ზინედინ ზიდანს შეაგინა
რუმინელი ამინდის წამყვანი გოგონა ცეკვის დროს ხშირად შიშველ მკერდს აჩენს